დიმიტრიოსი, (IX ს.), სასულიერო პირი, წმინდანი, გრიგოლ ხანძთელის მოწაფე, რ-იც „შერაცხულ იყო პირველთა თანა მოწაფეთა მისთა".
დ. იხსენიება იმ წმ. მამების გვერდით, „რომელთაგან მრავალნი უდიდესსა საზომსა მონაზონებისასა მიწევნულ იყვნენ და სასწაულნი დიდნი მათ მიერ იქმნებოდეს ხორცთა შინა ყოფასა მათსა და შემდგომად სიკვდილისა მათისა".
დ. მოიხსენიება კლარჯეთის უდაბნოს ღირს მამათა და დედათა (VII–IX სს.) შორის 5 (18) ოქტომბერს.
ლიტ.: ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, თბ. – ათენი, 2003.