დერბენდი

დერბენდის ციხე

დერბენდი, ძვ. დ ა რ უ ბ ა ნ დ ი (სპარს. დარ–კარი, ბანდ–ზღუდე), ჩ ო რ ი, ქალაქი დაღესტანში, კასპიის ზღვის სანაპიროზე.

დ. VII–IX სს-ში არაბთა სახალიფოში შედიოდა, X ს-იდან ფეოდ. სამთავროს ცენტრია. სტრატეგიული მნიშვნელობის გამო (კეტავდა ჩრდ. კავკ. შემოსასვლელს) დ. მუდამ იყო გაერთ. საქართვ. ხელისუფალთა ყურადღების ცენტრში.

არაბი ისტორიკოსის ალ-ფარიკის ცნობით, დ-ის მელიქი დემეტრე I-ის ქვეშევრდომი იყო. 1167 გიორგი III-მ დაამარცხა შირვანში იმიერკავკასიიდან შემოჭრილი მაჰმადიანი მფლობელები და „მივიდა კართამდის დარუბანდისათა, მოაოხრა ქუეყანა მუსკურისა და შარაბამისა, და აიღო ქალაქი შაბურანი...". XIII ს-ში, მონღოლთა დაპყრობის შემდეგ, დ-ის სტრატეგიული მნიშვნელობა დაქვეითდა.

XVI ს-ში და XVIII ს. დამდეგს დ. ირან. სამფლობელო იყო. 1722 შეუერთდა რუსეთს, მაგრამ 1735 განჯის ხელშეკრულებით ისევ ირანს დაუბრუნდა.

1747 დაარსდა დერბენდის სახანო.

1813 გულისტანის საზავო ხელშეკრულებით დ. საბოლოოდ შეუერთდა რუსეთს.

შ. ცირეკიძე