დერგი

დერგი

დერგი, ხ ა ლ ა მ ი, ქ ი ლ ა, თიხის მოზრდილი ჭურჭელი. აქვს ქვევრის მოყვანილობა; მრგვალი, ფართოდ გადაშლილი, ბრტყელზედაპირიანი, ქობიანი, პირი; დაბალი (ზოგ შემთხვევაში – მომაღლო) ყელი; ზომიერად განიერი და ძირისაკენ შევიწროებული მუცელი და ბრტყელი ძირი. გვხვდება უყურო (იშვიათად ყურიანი), მოჭიქული და მოუჭიქავი, წერნაქიანი და უწერნაქო. ზოგიერთი შემკულია გეომ. და მცენარეული ორნამენტით. იყენებენ უმთავრესად ყველისა და მწნილის ჩასადებად, აგრეთვე მარცვლეულისა და ფქვილის შესანახად (პროდუქტების უკეთ შენახვის მიზნით დ-ს გარკვეული ხნით მიწაში ფლავდნენ), ზოგან – კარაქის სადღვებლადაც. საქართველოში დ. ენეოლითის ხანიდანაა ცნობილი. გვხვდება ბრინჯაოს ხანის სამარხებშიც (ხშირად ორნამენტით შემკული). არქეოლ. გათხრებით ირკვევა, რომ დ-ს ზოგან ჩვილი ბავშვების სამარხადაც იყენებდნენ (დერგსამარხი).

რ. თოდუა

გ. ფხაკაძე