„გლეხი“, გაზეთი, ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა ორგანო. გამოდიოდა თბილისში 1906 (22 ივნ. – 3 აგვ.); სულ გამოვიდა 7 ნომერი. ოფიც. რედ.-გამომცემელი – მ. ადამაშვილი (მიხეილ ჯავახიშვილი), ფაქტობრივი რედაქტორი – ს. ფირცხალავა.
"გ." პროპაგანდას უწევდა გლეხთა ბრძოლას მიწისა და სოც. თავისუფლებისთვის. გაზეთში მწვავედ იყო დასმული ქართ. ენის უფლების დაცვის, ერობისა და იმ დროს აქტუალური სხვა პრობლემები. გარდა პუბლიც. მასალისა, გაზეთი აქვეყნებდა ი. ევდოშვილის, დუტუ მეგრელის, ბ. ახოსპირელისა და სხვათა ორიგინ. და ნათარგმნ მხატვრულ თხზულებებს. ხელისუფლებამ დახურა რევ. მიმართულებისათვის.
1906 სექტ-ში გაზეთი აღადგინეს "მიწის " სახელწოდებით.