დივნოგორცევა-გრიგოლია ინა დიმიტრის ასული

160px|thumb|ო. დ ი ვ ნ ო გ ო რ ც ე ვ ა-გ რ ი გ ო ლ ი ა  წიგნის გარეკანი 1964

დივნოგორცევა-გრიგოლია ინა დიმიტრის ასული (6.XI.1916, ქ. ენოტაევკა, ასტრახანის ოლქი, – 13.X. 2004, თბილისი), მხატვარი, გრაფიკოსი, პოეტი. საქართვ. დამს. მხატვარი (1967). ვ. (ლ.) გრიგოლიას მეუღლე.

დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1940). მისი პედაგოგები იყვნენ ი. შარლემანი, ვ. (ლ.) გრიგოლია. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1940-იდან. თანამშრომლობდა გამომცემლობებთან, ეწეოდა პედ. მოღვაწეობას.

მხატვარმა თავი მოუყარა მეუღლის, ვ. (ლ.) გრიგოლიას არქივსა და მის შემოქმედებით მემკვიდრეობას, მოამზადა და გამოსცა წიგნები: „ლ. გრიგოლია, დაზგური და წიგნის გრაფიკა" (ტ.1, 1989), „ლ. გრიგოლია და ქართული შრიფტის ხელოვნების საფუძვლები" (2004). ნაყოფიერად მოღვაწეობდა წიგნის გრაფიკის დარგში. გააფორმა შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი (ტრიპტიქი, 1968), რ. როლანის „მიქელანჯელო ბუონაროტის ცხოვრება" (1940), უ. თეკერეის „ამაოების ბაზარი" (1951), უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა" (1961), მ. სერვანტესის „დონ კიხოტი" (1950), ბ. პრუსის „ფარაონი" (1958), ა. ფრანსის „ღმერთებს სწყურიათ" (1958).

ავტორია სხვადასხვა კომპოზიციებისა („თამარი და შოთა რუსთაველი", „აკაკი მეუღლესთან ერთად", „ილია და აკაკი გრიბოედოვის საფლავთან") და პლაკატებისა.

სხვა ნამუშევრებია: „ქართლის პეიზაში" (1943), „აკაკი წერეთლის სახლი სხვიტორში" (1953), „გაზაფხულის პორტრეტი" (1964), „თინა წავკისელი" (1967), „ვარდები თებერვალში" (1972) და სხვა. დ.-გ-ს ეკუთვნის ლექსების კრებ. „ფრესკა" (გაფორმება და ილუსტრაციები ავტორისა, თბ., 1986, რუს. ენაზე).

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).