დიკლოსმთა, მწვერვალი პირიქითის (თუშეთის) ქედის აღმ. დაბოლოებაზე, ახმეტის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზ. დ. 4285 მ.
აგებულია შუალიასური თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით, დიაბაზებით. აქვს რელიეფის მყინვარული და ეროზიულფორმებიანი ციცაბო კალთები. ჩრდ. და სამხრ. კალთებზე მყინვარებია. დამახასიათებელია სუბალპ., ალპ., სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტები.
გ. ჩანგაშვილი