„გლოვის მგოსანი“, ქართული სამგლოვიარო რიტუალის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის – დატირების – შემსრულებელი; მიცვალებულის პროფესიული თუ ნახევრად პროფესიული დამტირებელი. ტერმ. „გ. მ." დადასტურებულია ძვ. ქართ. წყაროებში. საქართვ. სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით მთაში, შემორჩენილია დატირების ტრად. წესი; აქ დღესაც არიან „გ. მ-ები", რ-ებიც ლექსად დაიტირებენ ხოლმე გარდაცვლილს. ეს ლექსები გამოირჩევა ღრმა ემოციურობით, თავისებური ფორმით (იხ. აგრეთვე ხმით ნატირალი).
ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1956; ქართული ხალხური პოეზია თორმეტ ტომად, ტ. 1, ნაკვ. 2, თბ., 1973; ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1956.
ჯ. ბარდაველიძე