დმანისი

დმანისის გერბი 2007- იდან
 

დმანისი, ქალაქი (1981-იდან) საქართველოს სამხრ. მთიანეთში, ქვემო ქართლის მხარეში. მუნიციპალიტეტის ცენტრი.

1947-მდე ეწოდებოდა ბ ა შ კ ი ჩ ე თ ი (ამ სახელწოდებითაა დატანილი თბილისის გუბერნიის 1870 წ. რუკაზე). მდებარეობს დმანისის ვულკ. პლატოზე, მდ. მაშავრის (ხრამის მარჯვ. შენაკადი) ორივე ნაპირზე. ზ. დ. 1250 მ, თბილისიდან 102 კმ, კაზრეთიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 30 კმ. 3,4 ათ. მცხ. (2002).

დ-ში ზომიერად ნოტიო ჰავაა. საშ. წლ. ტემპ-რა 7,8ºC, იანვ.–2,7ºC, ივლ. 18,2ºC. ნალექები – 800 მმ წელიწადში. ქალაქში არის სოფ. მეურნ. პროდუქციის გადასამუშავებელი და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოები, სკოლამდელი დაწესებულებები, საჯარო სკოლები, სამედ. დაწესებულებები.

ვ. ჯაოშვილი