გლონოქორი

გლონოქორი, ქართლის მთავარეპისკოპოსი, ქართლისა და ჰერეთის ერისთავი V ს. I ნახ-ში. გ. ერისთავად დანიშნა ირანის ხელისუფლებამ, რითაც მან კავშირი დაამყარა ქართვ. ფეოდალების გარკვეულ ფენებთან.

წყარო: მოქცევაჲ ქართლისაჲ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963.

ლიტ.: ლ ო მ ი ნ ა ძ ე  ბ., სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა VIII– XII საუკუნეების საქართველოში, კრ.: საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ., 1966; პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970; ჯანაშია ს., ადრეული ფეოდალიზმი, შრომები, ტ. 2, თბ., 1952.

ბ. ლომინაძე