დოლი

დოლი

დოლი, დ ა ლ ა ბ ა ნ დ ი, ცილინდრული ფორმის დასარტყმელი საკრავი. ხის რკალზე ორივე მხარეს გადაკრული აქვს საგანგებოდ გამოყვანილი ტყავი ან აპკი. უკრავენ ორი ხელით ან ორი (წვრილი და მომსხო) ჯოხით – ხელით მხოლოდ ზემოთა მხარეზე, ჯოხებით კი – ორსავე მხარეზე (წვრილი ჯოხით და მარცხ. ხელით – ქვემოდან, მომსხოთი და მარჯვ. ხელით – ზემოდან). ჟღერადობის გასაძლიერებლად დაკვრის წინ დ-ს შეათბობენ და ტყავს დაჭიმავენ. დ. არის როგორც საანსამბლო, ისე სოლო საკრავი.

გ. ჩხიკვაძე