დოლის პური, საქართველოში საუკუნეთა მანძილზე ხალხური სელექციით შექმნილი რბილი ხორბლის საშემოდგომო ჯიშ-პოპულაცია.
დ. პ. ჰქვია მხოლოდ წითელმარცვლიან, თეთრ და წითელთავთავიან ფხიან ჯიშ-პოპულაციებს. სელექცია მიმდინარეობდა სხვადასხვა გარემო პირობებში.
შეიქმნა დ. პ. აგროეკოტიპების შემდეგი ჯიშები: ახალციხის, ქართლის, თიანეთის, კახური, კორბოულის და სხვ. ქართლის დ. პ-იდან მიღებულ იქნა სელექციური ჯიშები: დ. პ. 35–4, დ. პ. 18–46, ძალისურა 35–3.
დ. პ. გამოირჩევა კარგი ადაპტაციის უნარით, სტაბილური მოსავლიანობით, გამოიყენება მაღალი ხარისხის პურის დასამზადებლად, არის ძვირფასი საწყისი სასელექციო მასალა.
პ. ნასყიდაშვილი