დონი (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი – დავით ვლადიმერის ძე ნ ა ც ვ ლ ი შ ვ ი ლი) (20. VI. 1899, სოფ. ტობანიერი, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 26. XI. 1971, თბილისი), მხატვარ-სატირიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1962).
დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1925). იმავდროულად თბილ. სამხატვრო აკადემიაში ეუფლებოდა გრაფ. ხელოვნებას (ი. შარლემანის კლასი).
დ-ის სახელთან არის დაკავშირებული XX ს. 30-იან წლებში სატირული გრაფიკის განვითარება. მისი ნამუშევრები გამოცემულია ორ წიგნად – „ხუმრობის გარეშე" (1951) და „ფანქრის წვერზე" (1957). დასურათებული აქვს სატირულ-იუმორისტული წიგნები. ავტორია გრაფ. ნახატებისა: „ბაკურიანის გზა" (1940), „ბაგრატის ტაძრის ნანგრევები" (1944), „რუსთავის პარკი" (1953; ყველა ნამუშევარი მხატვრის კუთვნილებაა) და სხვ.