დოქი

დოქი საღვინე ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი თბილისი

დოქი, 1. ყელვიწრო, ცალყურა, მრგვალმუცლიანი და სწორძირიანი თიხის ჭურჭელი. დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ საწყლე და საღვინე დ-ებს. პირველისათვის დამახასიათებელია მრგვალი პირი, შედარებით დაბალი და ოდნავ ფართო ყელი, მეორისთვის კი – აჭრილი, ნისკარტიანი ტუჩი, მაღალი, ვიწრო ყელი და დაშვებული ყური. საღვინე დ. გამოირჩევა დახვეწილი ფორმითა და მდიდარი დეკორით. გვხვდება საქართვ. სხვადასხვა კერამ. ცენტრში დამზადებული წერნაქით მოხატული და უწერნაქო, მოჭიქული და მოუჭიქავი, ზოგჯერ ზეთის საღებავებით მოხატული დ-ები. შემკულია გეომ. და მცენარეული, უფრო იშვიათად კი ანთროპომორფული და ზოომორფული გამოსახულებებით. გვიანდ. ხანის ქართ. წერილობით ძეგლებში მოხსენებულია ლითონის, მეტწილად ვერცხლის დ-ები, რ-ებიც საზ-ბის მაღალ ფენებში იხმარებოდა. ფუნქციის, ტევადობისა და ფორმის მიხედვით საქართვ. სხვადასხვა კუთხეში დ-ს სხვადასხვა სახელი ერქვა (თუნგიანი, ხელადა, თუნგიანი ხელადა, ხარა დოქი და სხვ.). დ. ქართ. წერილობით წყაროებში დამოწმებულია XVIII ს-იდან, ხოლო არქეოლოგიაში – ბრინჯაოს ხანიდან. 2. სითხისა და მარცვლეულის საწყაო საქართველოში. მისი ტევადობა ერთგვაროვანი არ იყო და შეადგენდა დაახლ. 3,7 ლ (გურიაში) ან 6 ლ (იმერეთსა და აღმ. საქართველოში). წყაროებში გვხვდება XVIII ს-იდან, თუმცა მისი საწყაოდ გამოყენება გაცილებით ადრეა სავარაუდო.

რ. თოდუა

გ. ჯაფარიძე