დუმფარა

დუმფარა თეთრი დუმფარა (Nymphaea alba)

დუმფარა (Nymphaea), წყლის მცენარეთა გვარი დუმფარასებრთა ოჯახისა.

მრავალწლოვანი ფესურიანი მცენარეები, აქვთ გრძელყუნწიანი, წყალზე მოტივტივე ფოთლები და ნაირფერი (უფრო ხშირად ყვითელი, თეთრი) დიდი ყვავილები.

40-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. საქართველოში 2 სახეობაა: თეთრი დ. (N. alba), რ-იც გვხვდება ქართლსა და თრიალეთში, კოლხური დ. (N. colchica) – გავრცელებულია აფხაზეთში.

იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე ჭაობებში, ტბებსა და მდორე მდინარეებში. დ-ს ნაყოფი კენკრაა, ხორცოვანი, წყლის ქვეშ მწიფდება. ფესურა ვარგისია საკვებად. ძირითადად დეკორ. მცენარეა.

მ. გურგენიძე