დვალი ალა ვლადიმერის ასული (9. XI. 1925, თბილისი, – 23. VIII. 2003, იერუსალიმი), მოცეკვავე. საქართვ. დამს. არტისტი (1961).
1949 დაამთავრა თბილ. სახელმწ. ქორეოგრ. სტუდია და იმავე წელს ჩაირიცხა თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. აკად. თეატრში მოცეკვავედ (1949–73). ოსტატობას სრულყოფდა ხალხ. ცეკვების განხრით დ. ჯავრიშვილისა და ვ. გუნაშვილის ხელმძღვანელობით.
წარმატებით ასრულებდა ქართ. ცეკვებს ეროვნ. ოპერებში (ზ. ფალიაშვილის „დაისი", „აბესალომ და ეთერი"; შ. მშველიძის „დიდოსტატის მარჯვენა"; დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე" და სხვ.). განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ცეკვა „ქართულმა" (მისი უცვლელი პარტნიორი იყო საქართვ. სახ. არტისტი ვ. გუნაშვილი).
არაერთი საინტერესო სახე შექმნა ბალეტებში: „გედების ტბა", „ლაურენსია", „მთების გული", „ოტელო", „გორდა" და სხვ. მონაწილეობდა მსოფლიო ახალგაზრდობის ვარშავის ფესტივალში (1955). ვ. გუნაშვილთან ერთად 1956 იგი სსრკ წამყვანი თეატრების ბალეტის სოლისტთა ნაკრების შემადგენლობაში ჩაირიცხა და მონაწილეობდა ისლანდიასა და დანიაში გამართულ საგასტროლო ტურნეში თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო ჯგუფთან ერთად (ხელმძღვ. ვ. ჭაბუკიანი ) გასტროლებზე იყო აგრეთვე საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში (სკანდინავია, ლათ. ამერიკის ქვეყნები, საფრანგეთი, ავსტრია და სხვ.).