დღამში

დღამში, დ ღ ა მ ი შ ი, მდინარე დას. საქართველოში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 31 კმ, აუზის ფართ. 120 კმ² .

სათავე აქვს კოდორის ქედის სამხრ. კალთაზე, 1003 მ სიმაღლეზე. ერთვის შავ ზღვას სოფ. წკრიშთან. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი 4,37 მ³/წმ .