დაბაკნეთი

დაბაკნეთი, სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტის ცხრაძმის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), ალევის ქედის დას. კალთაზე, მდ. ცხრაძმულის (ქსნის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 1550 მ, ახალგორიდან 30 კმ. 29 მცხ. (2002).

დ. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XV ს. I ნახევარში. სოფელში არის შუა საუკ. ქვითკირით ნაგები ერთნავიანი ეკლესია.