დღნორისის ციხე

გვიანდელი შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში.

აგებული იყო სოფ. დღნორისის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) მაღლა, ჩრდ.-დას-ით. დ. ც. კონტროლს უწევდა მდ. რიონის მარცხ. ნაპირის გაყოლებით, იმერეთის დაბლობიდან, რაჭისა და ლეჩხუმისაკენ მიმავალ გზებს.

წერილობით წყაროებში პირველად იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.), დამოწმებულია რუკებზე. გადმოცემით, XVIII ს-ში ციხე ინასარიძეების საგვარეულოს ეკუთვნოდა. ვახუშტი ბატონიშვილი დ. ც-ს იმერეთის ერთ-ერთი კუთხის (ოკრიბის) საზღვრებში აქცევს. XVII–XVIII სს-ში დ. ც. ლეჩხუმთან ერთად იმერეთის მეფეს ემორჩილებოდა, ხოლო შემდეგ ლეჩხუმი და დ. ც. სამეგრელოს საზღვრებში მოექცა; მას სამეგრელოს მთავარი განაგებდა. ციხის მიდამოებში აღმოჩენილია ბრინჯაოს ნივთები და კოლხური თეთრის განძები.

თ. ბერაძე