დღნორისა, სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (იმერეთის მხარე), რაჭის ქედის სამხრ. კალთაზე. თემის ცენტრი (სოფლები: დ., ლეხიდრისთავი, საჩხეური, ჭაშლეთი). ზ. დ. 800 მ, წყალტუბოდან 63 კმ. 570 მცხ. (2002).
წყაროებში დ. XVII ს. 60-იანი წლებიდან იხსენიება. გვიანდ. შუა საუკუნეებში იგი ლეჩხუმის შემადგენლობაში იყო. სოფლის ჩრდ.- დას-ით მდებარეობს ადრინდ. შუა საუკ. „ნაციხვარის გორა", შემორჩენილია ციხე-გალავნის კედლის ფრაგმენტები (იხ. დღნორისის ციხე). სოფელსა და მის მიდამოებში აღმოჩენილია ძვ. წ. X–VIII სს. ბრინჯაოს კოლხური ცული, თოხები და სპილენძის ზოდები.
1958 სოფლის მახლობლად, ადგილ. ,,კორვაშის მთაზე" აღმოჩნდა ძვ. წ. IV ს. დასასრ. კოლხური მონეტების განძი. აღმოჩენილი ნივთები და განძი დაცულია ქუთაისში ნ. ბერძენიშვილის სახ. ისტ.-ეთნოგრ. მუზეუმში. 1989–91 „კორვაშის მინდორზე" არქეოლ. გათხრების შედეგად (ხელმძღვ. გ. გაბიძაშვილი) გამოვლინდა ძვ. წ. VIII–V სს. ნამოსახლარი. აღმოჩენილია მშრალი წყობით ნაგები შენობების კვალი, კერამ. ნაწარმის ფრაგმენტები, კაჟისა და ობსიდიანის იარაღი, წიდები, ქვისა და თიხის საბეგველები და სხვ.
ლიტ.: ქ ო რ ი ძ ე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965; წ ი ტ ა ი შ ვ ი ლ ი ზ., ქუთაისის მუზეუმის ნუმიზმატიკური ფონდი, «ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახ. ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მასალები », ტ. 3, თბ., 1978.
გ. გაბიძაშვილი
ნ. სულავა