იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი, დაარსდა 1958 სოფ. ვარიანში (ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი).
2010 წ. 1 იანვრისთვის ფონდში იყო 1500-ზე მეტი ექსპონატი, მ. შ. ი. გოგებაშვილის მემორიალური ნივთები (24 ერთეული), ფოტომასალა, დოკუმენტები, წარმოდგენილია აგრეთვე საბჭ. პერიოდის ფერწერა, ქანდაკება, ჭედურობა, კერამიკა. თავმოყრილია მასალა ი. გოგებაშვილის სახ. მედლისა და პრემიის ლაურეატებზე.
სახლ-მუზეუმში ტარდება სამეცნ. სესიები, ლექციები. მუზეუმი ყოველწლიურად უძღვება სახ. დღესასწაულს „იაკობობას". გამოცემულია სახლ-მუზეუმის მეგზური.
გ-ის დაბადებიდან 150 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით მუზეუმი რესტავრირებული და რეორგანიზებულია.
ვ. კოკაური