მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმი, დაარსდა 1977 სოფ. ქვენობანში (ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), 2010 იანვრისთვის ფონდში იყო 1000-მდე ექსპონატი, მ. შ. მემორიალური ნივთები, მეცნიერის ნაშრომები, წერილები მის შესახებ, აგრეთვე დოკუმენტები, ფოტომასალა, ფერწერული ტილოები. მუზეუმი პერიოდულად ატარებს მ. გოგიბერიძისადმი მიძღვნილ სამეცნ. სესიებს, კონფერენციებს, თემატურ საღამოებს – 1997 წ. 16 ოქტ. თსუ-ის, საქართვ. მეცნ. აკადემიისა და საქართვ. მწერალთა კავშირის ინიციატივით მოეწყო გ-ის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნ. სესია.