ზაალიშვილი მიხეილ ყარამანის ძე [10 (22).IX. 1865, სოფ. იგოეთი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 10. IX. 1920, თბილისი], პედაგოგი, პირველი ქართ. საბუნებისმეტყველო სახელმძღვანელოების ავტორი. პედ. მოღვაწეობას ეწეოდა ერევანსა (1897–1902) და გორში (1902–18). შეადგინა და გამოსცა სახელმძღვანელოები: „საზოგადო ზოოტეხნია ანუ საქონლის მოვლა-მოშენება” (1890), „საზოგადო მიწათმოქმედება” (1891), „მეფუტკრეობა, მოშენება და მოვლა ფუტკრისა” (1897), „არაორგანული ბუნება. ჰაერი, წყალი და დედამიწა” (1917), „ბოტანიკა”, „ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია”, „ზოოლოგია” (სამივე გამოვიდა 1918), „პირველდაწყებითი გეოგრაფია”, „არითმეტიკა” (1919).