ზაალიშვილი ნინო იოსების ასული

ზაალიშვილი ნინო იოსების ასული (დ. 1. XII. 1945, თბილისი, – 18. IV. 2013, იქვე), მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე. დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1970), 1972–2008 აქვე ეწეოდა პედ. საქმიანობას, 2007–11 იყო აკადემიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, საქართვ. მხატვართა კავშირის თანათავმჯდომარე (1996-იდან), მდივანი (2002-იდან), ხელოვნების განვითარების ცენტრის „არტ არსის” დამფუძნებელი და პრეზიდენტი (2001-იდან). მონაწილეობდა გამოფენებში: საბავშვო წიგნის ბიენალე (თეირანი, 1993), ქართ. მხატვრობა (იუნესკო, პარიზი), პერსონალური (თბილისი, 2000). ავტორია ნაშრომებისა: „ქართული სახვითი შექსპირიანა” (1977–2006), „რეპრესირებული ქართველი მხატვრები” (2006). მისი რედაქტორობით გამოიცა თანამედროვე ქართველ მხატვართა და ხელოვნებათმცოდნეთა ბიობიბლიოგრ. ლექსიკონი „ვინ ვინაა” (2000). ავტორია საგამოფენო პროექტებისა სერიიდან „კულტურათა დიალოგი”, მონაწილეობდა ქართ. ხელოვნებისადმი მიძღვნილ საერთაშ. სიმპოზიუმებში (1977, 1983, 1989). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2004).