ზაგურსკი (Zagórski) იეჟი (13.XII. 1907, კიევი, – 1984, კრაკოვი), პოლონელი პოეტი და მთარგმნელი. განათლებით იურისტი. ეწეოდა ჟურნალისტურ და თეატრ. მოღვაწეობას. 1961 გამოცემულ ქართ. პოეზიის ანთოლოგიაში გამოაქვეყნა „ვეფხისტყაოსნის” ნაწყვეტების თარგმანი. პოემის სრული თარგმანი, ი. ბრაუნის კონსულტაციით, გამოაქვეყნა კრაკოვში 1976. 1985 გამოცემულ ქართ. პოეზიის ანთოლოგიაში კვლავ შეტანილია „ვეფხისტყაოსნის” ზაგურსკისეული თარგმანი, აგრეთვე ი. აბაშიძის, ს. ჩიქოვანის, გ. შატბერაშვილის, ი. ნონეშვილის, ო. შალამბერიძისა და სხვათა ლექსების მისეული თარგმანები.