„ერობა”, ორკვირეული ჟურნალი, ერობათა კავშირის ორგანო. გამოდიოდა თბილისში 1920–21. გამოვიდა 16 ნომერი. თითოეული მათგანი შედგებოდა 28–32 გვერდისაგან. ჟურნალში იბეჭდებოდა სტატიები აგრონ., ვეტ., სამედ., სასკოლო სტატისტ., ეკონ. და ერობის საკითხებზე („საერობო თვითმმართველობის კანონპროექტი” და ცალკეულ სამაზრო ერობათა ანგარიშები). მისი მიზანი იყო ერობის საქმიანობის პრაქტ. საკითხების გაშუქება მთავრობის თვალსაზრისით. „ე-ის” პირველი ორი ნომერი გამოსცა სარედაქციო კოლეგიამ, შემდეგ რედაქტორები იყვნენ გ. ლორთქიფანიძე და პ. საყვარელიძე.
ი. ლორთქიფანიძე