ზაუტაშვილი ბერდი ზაქარიას ძე (დ. 6. XI. 1932, ქ. ყვარელი), გეოლოგი. გეოლ.-მინერალოგიის მეცნ. დოქტორი (1977), პროფესორი (1988), ჰიდროგეოლოგთა საერთაშ. ასოციაციის წევრი (1990), საქართვ. ეკოლოგიის მეცნ. აკად. ნამდვილი წევრი (1995). 1955 დაამთავრა სპი ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაციით. 1955–74 მუშაობდა სპი-ის ჰიდროგეოლ. და საინჟ. გეოლ. სექტორში (1967–74 – განყ-ბის გამგე). 2003-იდან იყო საქართვ. მეცნ. აკად. ჰიდროგეოლოგიის და საინჟ. გეოლოგიის ინ-ტის განყ-ბის გამგე – მთ. სპეციალისტი. 1962-იდან პარალელურად ეწევა პედ. საქმიანობას სტუ-სა და თსუ-ში. 2006-იდან არის სტუ-ის სრული პროფესორი. ზ. ძირითადად იკვლევს საქართვ. სასარგებლო წიაღისეულისა და ქიმ. ელემენტთა ჰიდროგეოქიმიის, მინერ., თერმული, სამრეწვ. და მტკნარი წყლების განაწილებისა და ფორმირების საკითხებს, სასმელ-სამკურნ. და ბალნეოლ. ჰიდრომინერ. რესურსებს, საქართვ. მიწისქვეშა სამრეწვ. წყლებს და მათი გამოყენების პერსპექტივებს, კავკ. და საქართვ. ჰიდროგეოლ. დარაიონების პრობლემებს. ზ-ს თანაავტორებთან ერთად გამოცემული აქვს „კავკასიის ჰიდროგეოლოგიური რუკა” (თბ., 1997) და „საქართველოს სასმელ-სამკურნალო და ბალნეოლოგიური რესურსების რუკა” (თბ., 1997; ქართ., რუს. და ინგლ. ენებზე). გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. 3 სახელმძღვანელო.