ესაიაშვილი ჯემალ ვარლამის ძე (დ. 13. IX. 1936, თბილისი), ინჟინერ-მშენებელი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (1998), საქართვ. დამს. მშენებელი (2006), საქართვ. საინჟინრო აკად. წ.-კორ. (2005). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის სამშენებლო ფაკ-ტი (1960) სამოქალაქო და სამრეწ. მშენებლობის სპეციალობით. 1960–63 მუშაობდა „მთავართბილმშენის” მე-4 სამშენებლო სამმართველოში, 1963-იდან კ. ზავრიევის სახ. სამშენებლო მექან. და სეისმომედეგობის ინ-ტშია. ეწევა პედ. საქმიანობას საქართვ. ტექ. უნ-ტში სამშენებლო კონსტრუქციების კათედრაზე. 2003-იდან არის საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნების ექსპერტი სეისმომედეგობის საკითხებში. ე-ის სამეცნ. კვლევა ეძღვნება რკინა-ბეტონის კონსტრუქციების სეისმომედეგობის საკითხებს.
თხზ.: Прочность и деформативность железобетонных элементов при сложном нагружении, Тб., 1990.