ზედგინიძე გიორგი ვლადიმერის ძე (28. X. 1922, სოფ. ბალანთა, ახლანდ. ბორჯომის მუნიციპალიტეტი, – 1. XII. 1994, ბორჯომი), მწერალი. დაამთავრა გორის პედ. ინ-ტის ლიტ-რის ფაკ-ტი (1953). მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. 1940-იდან აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს ჟურნალ-გაზეთებში. მისი მთავარი ნაწარმოებია ისტ. რომანი „დედის ტაძარი” (1969, 1981), რ-შიც ასახულია XVII ს. მესხეთ-ჯავახეთის ვითარება. ზ. ავტორია აგრეთვე კრებულისა „მოთხრობები” (1976), ისტ. პიესისა „მანუჩარ ჯაყელი” და სხვ. მისი სამეცნ. ნაშრომები სამხრ. საქართველოს ისტ. მოვლენებზე სისტემატურად ქვეყნდებოდა სამეცნ. ჟურნალებში.