გოგოლეთი, სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ცახის თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), რაჭის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. შარეულის (რიონის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 740 მ, ამბროლაურიდან 28 კმ. 36 მცხ. (2002).
სოფლის მიდამოებში, შარეულის ხეობის მარჯვ., დამრეცი ფერდობის თავში არის კარსტული მღვიმე.