ექვთიმიშვილი თამაზ აკაკის ძე (დ. 12. I. 1956, თბილისი), მწერალი, დრამატურგი. დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1977). პირველი მოთხრობა „ამპუტაცია” გამოაქვეყნა 1985, პირველი კრებ. „ჟირაფები ზამთარში” – 1995. 1999 გამოსცა მოთხრობათა კრებ. „მოწმე”. ავტორია რომანისა „აქ, იმ ქალაქში” (2010), ნოველებისა და პიესებისა, რ-ებიც იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებსა და ალმანახებში. 2010 პიესისათვის „პუანტები” მიენიჭა ლიტ. პრემია „საბა”.