„ექიმი“

„ექიმი”, ყოველთვიური, სამეცნიერო და საზოგადოებრივი სამედიცინო ჟურნალი. ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების პირველი გამოცემა ქართულ ენაზე. გამოდიოდა თბილისში 1919 წ. იანვრიდან ივლისის ჩათვლით (სულ გამოიცა 8 ნომერი), იბეჭდებოდა სტამბაში „სორაპანი”. სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ: ს. ვირსალაძე, ვ. მოსეშვილი, გ. მუხაძე, შ. მიქელაძე, ა. ნათიშვილი, პასუხისმგებელი რედაქტორები იყვნენ: ს. ვირსალაძე, შ. მიქელაძე. ჟურნალის მიზანს წარმოადგენდა სამედ. მეცნიერების პოპულარიზაცია. „ე-ში” იბეჭდებოდა ქართვ. პროფესორთა და ექიმთა ნაშრომები მედ. სხვადასხვა დარგიდან.