„ეშმაკის სალამური”, ყოველკვირეული იუმორისტული ალმანახი; გამოდიოდა თბილისში 1909 ჟურნ. „სალამურის” ნაცვლად. გამოიცა ორი ნომერი. გამომც. – მ. კალანდაძე. რედაქციასთან თანამშრომლობდნენ: ვ. მალაქიაშვილი, გ. ქუჩიშვილი, ნ. აზიანი ფონტეფო (ს. ნოზაძე) და სხვ. ერთ-ერთ ჟურნალში დაბეჭდილია სარედაქციო სტატია ნ. გოგოლის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით და მწერლის პორტრეტი. კარიკატურები ეკუთვნის ო. შმერლინგსა და შ. ქიქოძეს.
ი. ლორთქიფანიძე