ეკონომიკის ინსტიტუტი

ეკონომიკის ინსტიტუტი პ.გუგუშვილის სახელობისა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (2006), ფუნდამენტური, პრიორიტეტული სამეცნ. მიმართულებების განმსაზღვრელი და სამეცნ.-კვლ. სამუშაოების კოორდინატორი ქვეყნის ეკონ. სფეროში. დაარსდა 1944 წლის 29 ნოემბ. პ. გუგუშვილის ინიციატივით და ექვემდებარებოდა საქართვ. მეცნ. აკადემიას. 1944–76 ინ-ტს ხელმძღვანელობდა პ. გუგუშვილი, 1976–91 – ა. გუნია, 1991– 96 – ვ. პაპავა, 1996–2008 – გ. წერეთელი, 2008-იდან ინ-ტის დირექტორია ეკონ. მეცნ. დოქტორი რ. აბესაძე. 1957 ე. ინ-ტში შეიქმნა სამართლის განყ-ბა, რ-ის სექტორად გარდაქმნის შემდეგ (1963) მას ეწოდა ეკონომიკისა და სამართლის ინ-ტი (ესი). 1973 ინ-ტში ჩამოყალიბდა ეკონ.-მათ. გამოკვლევათა და მათ. სტატისტიკის სექტორი, რ-იც 1983 საქართვ. მეცნ. აკად. მათემატიკის ინ-ტს შეუერთდა. ეკონ. და სამართლის ინ-ტის ბაზაზე შეიქმნა სამეცნ. დაწესებულებები: 1963 ინ-ტს გამოეყო რამდენიმე სამეცნ. ერთეული და ჩამოყალიბდა სახალხო მეურნ. ეკონ. და დაგეგმვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი, რ-იც დაექვემდებარა საქ. სსრ სახელმწ. საგეგმო კომიტეტს; 1989 ინ-ტს გამოეყო სახელმწიფოსა და სამართლის, ხოლო 1990 – დემოგრაფიის სოც.- ეკონ. პრობლემათა კვლევის ცენტრები, რ-ებიც ასევე ცალკე ინ-ტებად ჩამოყალიბდნენ და უშუალოდ საქართვ. მეცნ. აკადემიას დაექვემდებარნენ. 1989-იდან ეკონ. და სამართლის ინ-ტს კვლავ ე. ი. ეწოდა, ხოლო 1991-იდან მას მიენიჭა მისი დამაარსებლის – პ. გუგუშვილის სახელი. ე. ი-ის შექმნას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში ეკონ. მეცნ. განვითარებისა და ეკონ. აზროვნების კულტ. ამაღლებისათვის. ე. ი-ის არსებობის სხვადასხვა ეტაპზე განვითარდა პრიორიტეტული გამოკვლევები სხვადასხვა მიმართულებით. გასული საუკუნის 40–50-იან წლებში უპირატესობა ეთმობოდა კონკრეტული დარგობრივი ეკონ. პრობლემების კვლევას, 60-იან წლებში ფუნდამენტური (მეთოდოლოგიური) გამოკვლევების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო 70–80-იან წლებში ეს მიმართულება წამყვანი გახდა. 90-იანი წლებიდან ინ-ტში გააქტიურდა ისეთ პრობლემებზე მუშაობა, რ-ებიც ქვეყნის სოც.-ეკონ. სტაბილურობასთან და საბაზრო ეკონ. ურთიერთობების ფორმირებასთან იყო დაკავშირებული. ინ-ტის გამოკვლევები სამთავრობო და საკანონმდებლო დოკუმენტების, საქართვ. სოც.-ეკონ. კრიზისის დაძლევის კონცეფციებისა და პროგრამების საფუძვლად იქცა. თანამედროვე ეტაპზე ინ-ტის კვლევის ძირითადი მიმართულებაა საბაზრო ურთიერთობების სრულყოფის თეორიული და პრაქტიკული პრობლემების შესწავლა. აღნიშნულ პრობლემებზე მუშაობს 7 განყ-ბა (ეკონომიკური თეორიის, მაკრო და მიკროეკონომიკურ პრობლემათა კვლევის, ბიზნესის პრობლემათა კვლევის, საჯარო ეკონომიკის, ინოვაციებისა და საერთაშ. კონკურენციის, მეწარმეობის განვითარებისა და რეგიონული ეკონომიკის, მდგრადი ეკონ. განვითარების). ე. ი-ში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ცნობილი მეცნიერები: ფ. გოგიჩაიშვილი, პ. გუგუშვილი, ს. ჯანაშია, ნ. კეცხოველი, გ. გეხტმანი, ი. დოლიძე, ვ. ჩანტლაძე, ა. გუნია, ვ. მელქაძე, თ. წერეთელი. ე. ი-ის თანამშრომლების მიერ გამოცემულია მრავალი ცალკეული ნაშრომი (მონოგრაფია, ბროშურა, კრებული). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონ. ინ-ტის სამეცნ. შრომების თხუთმეტტომეული (1946–68) და კრებ. „ეკონომიკის" ექვსტომეული (1969–77). 2000–04 გამოდიოდა ინ-ტის სამეცნ. ნაშრომთა კრებ. „საბაზრო ეკონომიკის განვითარების პრობლემები საქართველოში" (გამოვიდა 4 ტ.), რ-ის გამოცემაც 2008-იდან აღდგა სახელწოდებით „პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული". 1958 პ. გუგუშვილის ინიციატივით განახლდა ჟურნ. „ეკონომისტის" გამოცემა (1918–41) ახ. სახელწოდებით „საქართველოს ეკონომისტი", რ-იც ათი წლის განმავლობაში ინ-ტის სამეცნ. გამოცემა იყო. 2009-იდან კვლავ დაიწყო აღნიშნული ჟურნალის გამოცემა სახელწოდებით „ეკონომისტი". 1980-იდან 2006-მდე ინ-ტი კვარტალში ერთხელ გამოსცემდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ჟურნ. „მაცნეს" თავდაპირველად ეკონომიკისა და სამართლის, ხოლო შემდეგ (1992-იდან) ეკონომიკის სერიით. ინ-ტში შექმნილ ნაშრომს „მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები" (ავტორები: ი. ანანიაშვილი, კ. აჩელაშვილი, ი. მესხია, ვ. პაპავა, ა. სილაგაძე, გ. წერეთელი) 2004 წელს მიენიჭა საქართვ. სახელმწიფო პრემია მეცნ. და ტექ. დარგში. 2009 ინ-ტში დაარსდა აკად. პ. გუგუშვილის კაბინეტი, შეიქმნა ინ-ტის გამომცემლობა, არაფორმალური სწავლების ცენტრი, ს ა კ ო ნ ს უ ლ ტ ა ც ი ო - ს ა ე ქ ს პ ე რ ტ ო ცენტრი. წლის საუკეთესო მეცნ. თანამშრომელთა წასახალისებლად დაწესდა აკად. პ. გუგუშვილის, აკად. ა. გუნიას და პროფ. გ. წერეთლის პრემიები. ე. ი-მა თავისი არსებობის მანძილზე დიდი როლი შეასრულა საქართველოში ეკონ. მეცნ. განვითარებასა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში.

ლიტ.: წ ე რ ე თ ე ლ ი  გ., საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი – 60, «პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული », ტ. 4, თბ., 2004; ჯ ი ბ უ ტ ი  მ., ბ ე დ ი ა ნ ა შ ვ ი ლ ი  გ., პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი (1944–1994), თბ., 1994.

რ. აბესაძე