ზვიადაძე უჩა ივანეს ძე

ზვიადაძე უჩა ივანეს ძე (დ. 16. VIII. 1937, ზესტაფონი), გეოლოგი. გეოლ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1995), 1960 დაამთავრა სპი-ის (ახლანდ. სტუ) სამთო-გეოლ. ფაკ-ტი. 1960–68 მუშაობდა საქართვ. გეოლ. სამმართველოს თეთრი წყაროს, ბოლნისის, გურჯაანის, წითელწყაროს (ახლანდ. დედოფლისწყარო) საველე გეოლ. პარტიებში. 1968-იდან მუშაობს სტუ-ის ჰიდროგეოლ. და საინჟ. გეოლ. კათედრაზე, ამჟამად სრული პროფესორია. ზ. პედ. მოღვაწეობასთან ერთად ეწევა სამეცნ. საქმიანობას ჰიდროგეოლ. სხვადასხვა მიმართულებით. შეისწავლა საქართვ. მინერ. და თერმული წყლები, მრავალრიცხოვანი ანალიტიკური და ექსპერ. განზოგადების შედეგად გამოიკვლია საკითხები საქართვ. მიწისქვეშა წყლებში მიკროკომპონენტების, კადმიუმის, სტრონციუმის, კობალტის, ტყვიის, ნიკელის და სხვა ელემენტების მიგრაციისა და დაგროვების თავისებურებათა შესახებ, დასახლ. პუნქტების სასმელი და სამეურნეო წყალმომარაგების შესახებ და სხვ.