ზოსიძე რევაზ შაქირის ძე

ზოსიძე რევაზ შაქირის ძე (დ. 5. VIII. 1940, სოფ. ჯაბნიძეები, შუახევის მუნიციპალიტეტი), ბიოლოგი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1999), პროფესორი (2000), ემერიტუსი (2010). 1967 დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტი. 1967–77 მუშაობდა ამავე ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე: 1985–2006 იყო ბიოლოგია-ქიმ. ფაკ-ტის დეკანი, ადამიანის ანატომია-ჰიგიენის კათედრის გამგე, 2006-იდან – ამავე უნ-ტის ბიოლ. დეპარტ. სრული პროფესორი. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მ. შ. ერთი მონოგრაფიისა – „აჭარის იშვიათი და გადაშენების გზაზე მდგარი ცხოველები”. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).