ზურაბაშვილი ზიგურდ ავლიპის ძე (23. III. 1936, ლენინგრადი, – 5. V. 2013, თბილისი), ჰისტოლოგი და ემბრიოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1988). 1960 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი; 1970 იყო მ. ასათიანის სახ. ფსიქიატრიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის თავის ტვინის პათომორფოლოგიის განყ-ბის გამგე, 1988-იდან – ექიმთა დახელოვნების ინ-ტის ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის კათედრის გამგე, 2004-იდან – ამავე ინ-ტის ფუნდამენტური მედ. კათედრის ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის სექციის ხელმძღვანელი. 2006–14 იყო თსსუ-ის ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის კათედრის კონსულტანტი. თავის ტვინის შემსწავლელი საერთაშ. ორგანიზაციის (IBRO) წევრი (1998). მისი შრომები ეხება თავის ტვინის პათომორფოლოგიის აქტუალურ საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. შრომა, მ. შ. 8 მონოგრაფია. არის 6 გამოგონების ავტორი.