გოდუაძე ვახტანგ ირაკლის ძე (10. X. 1924, ქუთაისი, – 26. X. 1990, იქვე), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1971).
დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1949). 1950-იდან მუშაობდა ქუთაისის საპროექტო ინ-ტებში სხვადასხვა თანამდებობაზე, ბოლოს – „საქქალაქმშენსახპროექტის" ქუთ. ფილიალში (1965-იდან – ფილიალის მთ. არქიტექტორი, 1968-იდან – მთავარი ინჟინერი). 1973–83 იყო ქუთ. სახ. დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავ-რის მოადგილე, 1985-იდან – ისევ საპროექტო ინ-ტის ფილიალის მთ. არქიტექტორი. 1963–78 არჩეული იყო საქართვ. არქიტ. კავშირის ქუთ. ორგანიზაციის თავ-რედ. 1956–57 და 1972–75 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას.
ძირითადი ნამუშევრები: ქუთაისში – სასტუმრო „თბილისი" (1954), ორდარბაზიანი კინოთეატრი (1957), საცხოვრ. კვარტალი (60-იანი წწ.); მარტვილში – საცხოვრ. სახლი და ადმ. შენობა (50-იანი წწ.); საჩხერეში – კულტსახლი (1973).
ს. კინწურაშვილი
მ. მაისურაძე