გოელრო

გოელრო, გეგმა, დამუშავებული 1920 საბჭოთა რუსეთის ელექტრიფიკაციის სახელმწიფო კომისიის მიერ გ. კრჟიჟანოვსკის ხელმძღვანელობით, რ-იც ითვალისწინებდა 10–15 წლის განმავლობაში სახ. მეურნეობის ძირფესვიან რეკონსტრუქციას ელექტრიფიკაციის ბაზაზე (მძლავრი საწარმოების მშენებლობა, 30 რაიონული ელექტროსადგურის, მ. შ. 1,75 მლნ. კვტ ჯამური სიმძლავრის მქონე და 8,8 მლრდ. კვტ სთ. წლიური გამომუშავების 10 ჰიდროელექტროსადგურის აგება). გეგმა ძირითადად შესრულდა 1931-თვის.

მოგვიანებით გ-ს გეგმის საფუძველზე შედგა ამიერკავკ. საბჭ. რესპუბლიკების, მ. შ. საქ. სსრ სახ. მეურნ. განვითარების გეგმა. ენერგეტ. დარგში იგი ითვალისწინებდა მდ. რიონის ჰიდროენერგორესურსების გამოყენებას ელექტროენერგიის მისაღებად, ჰიდრო და თბოელექტროსადგურების მშენებლობას.

1922 დამდეგს საბჭ. საქართველოში დაიწყეს ზემოავჭალის ჰიდროელექტროსადგურის (ზაჰესი) მშენებლობა; 1921–27 – აბაშის ჰესის, აწჰესის, ცხინვალჰესის, რიონჰესის და სხვათა მშენებლობა. 1927 წ. 26 ივნ. საზეიმოდ გაიხსნა ზაჰესი, პირველი დიდი ელსადგური ამიერკავკასიასა და საქართველოში (მეორე – ვოლხოვის ჰიდროელსადგურის შემდეგ).

ლიტ.: პ ა ჭ კ ო რ ი ა  გ., გოელროს გეგმა და საქართველო, თბ., 1971; К р ж и ж а н о в с к и й  Г. М., С т е к л о в  В. Ю., Ленинский план электрификации в действии, М., 1956.