ზვიადაური ზურაბ მამუკას ძე

ზ. ზვიადაური

ზვიადაური ზურაბ მამუკას ძე (დ. 2. VII. 1981, ახმეტა), სპორტსმენი (ძიუდო). ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში (2000), მსოფლიოს ორგზის მეორე პრიზიორი (2001; 2003), ევრ. ორგზის ჩემპიონი გუნდურ (2002–03), ევრ. მესამე პრიზიორი პირად შეჯიბრებაში (2002). საქართვ. პარლამენტის წევრი (2012). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2004).