გოლთეთი, სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის მხარე), ქვემო ქართლის პლატოზე, მდ. ალგეთის მარჯვ. მხარეს. სათავო სოფელი. ზ. დ. 880 მ, თეთრიწყაროდან 15 კმ. 1,1 ათ. მცხ. (2002).
1987–88 სტიქიით დაზარალებული ლენტეხის რ-ნის სოფლებიდან გ-ში ჩამოსახლდა 300 ოჯახი.