გოლიათი, ბიბლიური პერსონაჟი, პალესტინის წინარე მოსახლეთა – რეფაიმთა (ანუ ბუმბერაზთა) შთამომავალი, რ-იც ორთაბრძოლაში შურდულით დაამარცხა ყრმა დავითმა, ისრაელის მომავალმა მეფემ, და სირცხვილისგან იხსნა თავისი ხალხი (მეფეთა, 17, 4).
ქართ. ენაში სიტყვა „გოლიათი" ბიბლიის გავლენით განსაკუთრებულად დიდი ტანის ადამიანის მნიშვნელობით დამკვიდრდა. „ქართლის ცხოვრებაში" გ-ებად მოიხსენიებიან ქართვ. მეფეები: ადერკი („ტანით დიდი და გოლიათი") და ამაზასპი („კაცი ძლიერი და გოლიათი") და ბაყათარ ოვსი.
ზ. კიკნაძე