ზახაროვა ვალენტინა ნიკოლოზის ასული (15. IV. 1908, დონის როსტოვი, – 28. XI. 1978, თბილისი), რუსი მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1970). თეატრ. განათლება მიიღო დონის როსტოვში (1925). სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1924. 1924–36 მუშაობდა როსტოვის, დონბასის, ტაგანროგის, სტავროპოლის, ვლადიკავკაზის თეატრებში. 1936-იდან სიცოცხლის ბოლომდე ზ. თბილ. ა. გრიბოედოვის სახ. რუს. დრამ. თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. გამოირჩეოდა სცენური მომხიბვლელობით, უშუალობით. ასახიერებდა სრულიად სხვადასხვა ხასიათის როლებს: მაშენკა (ა. ოსტროვსკის „ზოგჯერ ბრძენიც შეცდება”); ანია (ს. ნაიდენოვის „ვანიუშინის ოჯახი”), მაშენკა (ა. აფინოგენოვის „მაშენკა”), შურა (კ. სიმონოვის „რუსი ადამიანები”), ბებია (ა. კასონას „ხეები ზეზეურად კვდებიან”), ანა (ო. ჩიჯავაძის „თხუნელა”) და სხვ.