გოლმბლატი ოსკარ ედუარდის ძე (14. VIII. 1843 – 9. I. 1898, თბილისი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1897).
დაიბადა ბორჩალოს მაზრაში, გერმ. კოლონისტების ოჯახში. 1862-იდან მსახურობდა სამხ. იუსტიციის ორგანოებში. მონაწილეობდა 1877–78 რუს.-ოსმ. ომში. 1883–88 მსახურობდა კავკ. სამხ. საოლქო სასამართლოს სამხ. პროკურორად, 1894–98 ამავე სასამართლოს თავ-რე იყო.
დაჯილდოებულია წმ. ვლადიმირის, წმ. ანას და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.
მ. გოგიტიძე