ზამბახიძე ლალი ალექსანდრეს ასული

ზამბახიძე ლალი (ლარისა) ალექსანდრეს ასული (დ. 18. X. 1941, ჩოხატაური), გრაფიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1981). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1965). იქვე ეწევა პედ. საქმიანობას (1971-იდან) – გრაფიკის კათედრის გამგე (2002–06), პროფესორი. გამოფენებში მონაწილეობს 1965-იდან. მთავარი ნამუშევრები: გრაფიკული სერიები – „ადამიანი და გარემო” (1978), „მშობლიური მოტივები” (1979), „მიტოვებული ადგილები” (1986), „გერმანული მოტივები” (1990) და სხვ.; ილუსტრაციები წიგნებისთვის – ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!”, ე. ნინოშვილის „პალიასტომის ტბა”, ნ. დუმბაძის „მე ვხედავ მზეს” და სხვ. მხატვრის პერსონალური გამოფენა მოეწყო ქუთაისსა (1980) და თბილისში (2002). მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში: რუსეთი (1978, 1986, 1987), იტალია, ესპანეთი (1984) და სხვ., მოსკ. საკავშირო, ბერლინის, ქუთაისის საერთაშ. პლენერებში. ზ-ის ნამუშევრები დაცულია დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეაში. მოსკ. ტრეტიაკოვის სახელმწ. გალერეაში, მოსკ. აღმ. ხალხთა ხელოვნ. მუზეუმში და სხვა ქალაქების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2004).