ზუხბაია ოთარ გიორგის ძე (7.IX.1940, ქ. გალი, აფხ. არ, – 27.VII. 1995, თბილისი), აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1987–89). 1963 დაამთავრა სპი (ახლანდ. სტუ) ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით, 1984 – სკკპ ცკ-ის საზოგადოებრივ მეცნ. აკადემია (დაუსწრებლად). 1963–74 მუშაობდა საქქალაქმშენპროექტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1978–80 იყო საქართვ. კპ გალის რაიკომის პირველი მდივანი, 1980–85 – საქართვ. კპ აფხ. საოლქო კომიტეტის მდივანი, 1985–87 – მეორე მდივანი, 1989–91 – საქართვ. მინისტრთა საბჭოს საგანგებო სიტუაციების განყ-ბის გამგე. 1991–95 იყო საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. პრეზიდენტის მოადგილე საერთო საკითხებში.