გომარეთის პლატო, ზ უ რ ტ ა კ ე ტ ი ს პ ლ ა ტ ო, ვულკანური პლატო საქართველოს სამხრეთი მთიანეთის აღმოსავლეთ პერიფერიაზე, მდ. შავწყაროსწყლის (ხრამის მარჯვ. შენაკადი) აუზში. დას-ით ესაზღვრება ჯავახეთის ქედი, ჩრდ-ით – კვირიკეთის ქედი, აღმ-ით – ხრამის ხეობა, სამხრ-ით – ლუკუნის მასივი. სიმაღლე 1200–1600 მ.
აგებულია პლეისტოცენური დოლერიტული ლავებითა და მათთან გენეტიკურად დაკავშირებული ტბიურმდინარეული ნაფენებით, რ-ებშიც მოქცეულია განამარხებული ნიადაგის ჰორიზონტები. დასერილია მდ. შავწყაროსწყლისა და მისი შენაკადების კანიონებით და ხეობებით, რ-თა სიღრმეა 10–500 მ. ფერდობებზე გამოქვაბულებია. პლატოს ზედაპირი უტყეოა, ათვისებულია სას.-სამ. კულტურებით.
ლ. მარუაშვილი