ეშბა მარინა ეფრემის ასული (20. VII. 1924, ლონდონი, – 17. V. 2002, სოხუმი), აფხაზი მოქანდაკე. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1981). დაამთავრა მოსკ. დეკორ. და გამოყენებითი ხელოვნ. ინ-ტი (1951). 1951-იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: მამის, ე. ეშბას ძეგლი (1973, სოხუმი); „1905 წელი”, ბარელიეფი (1955, რევ. მუზეუმი, მოსკოვი); ა. პუშკინის პორტრეტი (1956; სოხუმის სურათების გალერეა); ავტორია მედლებისა: „მოსკოვი” (1957), „პირველი თანამგზავრი” (1958), „26 ბაქოელი კომისარი” (1958) და სხვ.