ვ, ქართული ანბანის მეექვსე ასო. მისი სახელია „ვინი”; გრაფ. სიმბოლო კბილბაგისმიერი სონორი თანხმოვნისა. ასომთავრულში იწერება, ნუსხურში – ; ძვ. ქართ. სათვალავში აღნიშ-ნავს ექვსს (6). მხედრული დამწერლობის ოთხხაზოვან სისტემაში მისი მოხაზულობა ქვედა სამ ხაზში თავსდება. ვ-ის გრაფ. განვითარება წარმოდგენილია V–XVII სს. ეპიგრაფიკული ძეგლების, ხელნაწერებისა და ისტ. საბუთების მიხედვით.