გომბორი

გომბორი, მთა გომბორის ქედზე, გომბორის უღელტეხილის ჩრდილოეთით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზ. დ. 1839 მ. აგებულია სარმატული თიხებით, ქვიშაქვებითა და კონგლომერატებით. აქვს მობრტყელებული წვერი და სამი მხრივ (ჩრდ., დას., აღმ.) ძალზე დამრეცი კალთები, სამხრ-ით – ფლატოვანია.

შემოსილია მეორეული სუბალპ. მდელოებით.

დ. უკლება