ვაკის პარკი, პარკის გაშენება დაიწყო 1947, გაიხსნა 1957. ვ. პ-ის დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტის ავტორია ქ. დგებუაძე, დენდროლოგი ე. ციციშვილი. 1957–92 ვ. პ-ს ერქვა გამარჯვების პარკი. პარკის ტერიტორია – 18 ჰა. 1997-იდან შპს „ვაკის პარკია”; ექვემდებარება თბილ. მერიასა და კულტ. სამმართველოს. პარკი გამწვანებულია წიწვოვანი, ფოთლოვანი და მარადმწვანე ხე-მცენარეებით. მუშაობს გასართობი ატრაქციონები. პარკში არის პენსიონერთა ხეივანი (მათი დასვენებისა და გართობის ადგილი); 3 სპორტ. მოედანი (კორტები, კალათბურთისა და გოლფის მოედნები). დამსვენებლები უზრუნველყოფილი არიან საზ. კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტებით. ვ. პ-ის არქიტ. კომპლექსის (წყლის კასკადი, ქალის ფიგურა – გამარჯვების სიმბოლო, უცნობი ჯარისკაცის საფლავი) ავტორები არიან: მოქანდაკე გ. ოჩიაური; არქიტექტორები ვ. ალექსი-მესხიშვილი, კ. ნახუცრიშვილი, ო. ლითანიშვილი. 1946–81 ვ. პ-ის გამწვანება-განაშენიანებას ხელმძღვანელობდა აგრონომ-დეკორატორი გ. მრულიშვილი. 2011–14 ჩატარდა ვ. პ-ის მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
ლიტ.: ი ს ა კ ა ძ ე შ., ველური ხალიჩოვანი მცენარეები თბილისის ქუჩა-მოედნებზე, ამიერკავკ. ბოტ. ბაღ. სამეც. სესია; თბ., 1964.
შ. ისაკაძე
ჭ. ნიჟარაძე